2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მაგისტრატურის საუნივერსიტეტო დაფინანსება საბოლოო სია
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება.
ინფორმაციისთვის, სიაში ცვლილება გამოიწვია მაგისტრანტების დამატებამ, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი აკადემიური მოსწრება, თუმცა არ იყვნენ სავარაუდო სიაში დაფიქსირებული.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
თანხები მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს აესახება ბაზაში 20%-ით ნაკლები თანხა. საუნივერსიტეტო დაფინანსების სია მოცემულია სტუდენტების პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარეშე. შესაბამისად, სიაში მოცემულია სტუდენტის ID (უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის ნახვაც სტუდენტებს შეუძლიათ UNI.TSU.GE-ის ბაზაში, სტუდენტის პროფილის ანკეტურ მონაცემებში.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!